მთავარი
სააგენტოს შესახებ სასარგებლო ინფორმაცია რეფორმებიგანცხადებებისაჯარო ინფორმაციაკონტაქტი 
 
ტერიტორიული ბიუროები
 

პრობაციის ბიურო უფლებამოსილია:

თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს სამართლებრივი აქტების აღსრულებას;

აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვა, სტატისტიკა და ანალიზი;

განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.


 

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორია და ადგილსამყოფელი:

1. თბილისის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა ქ. თბილისი.

პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ვაჩნაძის ქ. № 9.


 

2. იმერეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი, სამტრედიის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ხარაგაულის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტები.

პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. ქუთაისი, ზ. გამსახურდიას ქ. №15.


 

3. ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა თვითმმართველი ქალაქი რუსთავი, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, თეთრი წყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები.

პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №19.


 

4. შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ,,დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735 დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორია.

პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. გორი, სამეფოს ქ. №54.

 

5. კახეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლისა და დედოფლისწყაროს

მუნიციპალიტეტები. პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. თელავი, გ. ჩოხელის ქ. №35.

 

6. გურიის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.

პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №3.


 

7. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა თვითმმართველი ქალაქი ფოთი, ზუგდიდის, სენაკის, მესტიის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტები.

პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას ქ. №58.


 

8. მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა მცხეთის, თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები.

პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. მცხეთა, დავით აღმაშენებლის ქ. №51.


 

9. სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები.

პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. ახალციხე, ნ. კეცხოველის ქ. №6.


 

10. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს ამბროლაურის, ლენტეხის, ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტები.

პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. ამბროლაური, ვ. კობახიძის №7.3


 

11. აჭარის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა თვითმმართველი ქალაქი ბათუმი,

ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის, ხულოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტები.

პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. ბათუმი, ივ. ჯავახიშვილის №70.

 


© 2012. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. ყველა უფლება დაცულია